ამქვეყნიური სამოთხე
Thu, 02/19/2009 - 16:31.
Tags:
გაზაფხულზე, გვიან ნაშუადღევს, ლამის საღამოს პირას, მზე რომ დასავლეთისკენ გადაიხრება და ღია ფანჯრიდან ახალნაწვიმარი სუსხის სურნელი შემოგეფეთება სახეზე. ნახევრადგადაწოლილი მიესვენები ფართო, ფუმფულა სავარძელში და სრულ განცხრომაში უსმენ სველ ასფალტზე მოშხუილე მანქანების სიმფონიას.
ამ დროს თუ შენი საყვარელი მეუღლე სამზარეულოში ფუსფუსებს და შემწვარი კარტოფილის და კატლეტის საამო სურნელმა შემოგიღიტინა ცხვირში - სამოთხე მეტი კი არაფერია?




